ბექჰემების ოჯახური დრამა ახალ ფაზაში შევიდა. ბრუკლინ ბექჰემი თითქოს ირონიული, მაგრამ მკვეთრი გზავნილით გამოეხმაურა ოჯახთან დაძაბულ ურთიერთობას, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში მშობლები და და-ძმები დაბლოკა.
26 წლის დამწყებმა შეფ-მზარეულმა სოციალურ ქსელებში, Cloud23-ის ოფიციალურ გვერდზე, ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ქალაქის ქუჩებში სეირნობს. ვიდეოში ფონად ლედი გაგას Telephone ჟღერს, ხოლო ეკრანზე გამოკვეთილია ფრაზა: Sorry, I cannot hear you, I’m kinda busy ანუ ბოდიში, ვერ გისმენთ, დაკავებული ვარ. ვიდეო მალევე მისივე ცხარე სოუსის რეკლამით მთავრდება, რამაც გულშემატკივრებს დაანახა, რომ გზავნილის დრო და შინაარსი შემთხვევითი არ იყო. ვიდეო გამოქვეყნდა სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მისი უმცროსი ძმა, კრუზ ბექჰემი პირველად ალაპარაკდა სკანდალზე და დაადასტურა, რომ ბრუკლინმა ,,ინსტაგრამზე” ოჯახი დაბლოკა.
ნიკოლა პელტცი დუმილს არღვევს – ბექჰემების ოჯახური სკანდალი პიკზეა
წყაროების თქმით, თავად დევიდ და ვიქტორია ბექჰემები არასოდეს იკადრებდნენ შვილის დაბლოკვას. მათი ახლობლები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი ბრუკლინის მხრიდან „სრული გაუცხოების“ სიგნალია.
„დევიდი და ვიქტორია არასოდეს შეწყვეტენ ბრუკლინის სიყვარულს. ისინი განადგურებულები არიან ამ კონფლიქტით. ინსტაგრამზე მისი თვალყურის დევნება მათთვის ნიშნავდა მესიჯს, რომ ჩვენ ისევ შენთან ვართ. ახლა ეს კავშირიც გაწყდა და ეს მათი არჩევანი არ ყოფილა“, – ამბობს ოჯახის ახლობელი.
სკანდალი შობის წინ გამწვავდა.
დაძაბული და დამწუხრებული – შვილის მიერ სოციალურ ქსელებში „დაბლოკილი“ დევიდ ბექჰემი პირველად გამოჩნდა
@cloud23 💅 @Brooklyn Beckham ♬ original sound – Tamar ❄️
