LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბოდიშს გიხდით ყველას, ვისაც ვუმტკიცებდი მექალთანეა, მაგრამ მოძალადე არაა-მეთქი!”

120

ჯეპრას უფროსი პარტნიორი, კახა მაღრაძე  ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ის განმარტავს, რომ “ჯეპრასთან” დევდარიანი არაფერ შუაშია და ბოდიშს უხდის ყველას, ვინც ზვიადი მისი მეშვეობით გაიცნო.

კახა მაღრაძე წერს, რომ სიმართლე, ყველაზე ბოლოს სწორედ მან გაიგო…

“არ მეგონა თუ აქ სერიოზული პოსტის დაწერა მომიწევდა, მაგრამ ყველაფერი ხდება თურმე. შევეცდები ამის შემდეგ ისევ ვიხალისო და ვილაზღანდარო, მაგრამ ამის თქმა მნიშვნელოვანი და აუცილებელია!

ვიღაცეებმა დაწერეს, რომ “ჯეპრა” ზვიად დევდარიანის ანტიკრიზისულ ჯგუფს მართავდა და კამპანიას აკეთებდა და ამასაც მინდა გამოვეხმაურო.

“ჯეპრა” არაფერ შუაში იყო, მე ვედექი მას გვერდით ბოლომდე და ვცდილობდი, რომ მისი კარიერის დასასრული ნაკლებად დამანგრეველი ყოფილიყო მისთვის და ოჯახისთვის. მეგონა რომ კარგ საქმეს ვაკეთებდი, მაგრამ გუშინ, ალბათ ყველაზე ბოლოს, მეც გავიგე სიმართლე, რაც თან პირადად მე მეხებოდა…

ამიტომ, ბოდიშს გიხდით ყველას, ვისაც გაგაცანით, როგორც ჩემი მეგობარი და როგორც კარგი ადამიანი!

ბოდიშს გიხდით ყველას, ვისაც არ გისმენდით ამდენი წელი და გეუბნებოდით, არ მიაქციოთ ყურადღება, მასეთი ტიპია-მეთქი!

ბოდიშს გიხდით ჟურნალისტებსა და იმ ადამიანებს, ვისაც ბოლო დღეებშიც ვუმტკიცებდი მექალთანეა, მაგრამ მოძალადე არაა-მეთქი!

ბოდიშს ვუხდი “სიდელებს”, რომ თავის დროზე არ მივხედე ამ ამბავს. მაგრამ არა უშავს, ჩავატარებთ გამგეობის სხდომას და ყველაფერი დალაგდება!

Soso Galumashvili მგონი, შენც ბოდიში უნდა მოიხადო იმ პოსტის გამო. ზვიადმა შენც მოგატყუა!

პ.ს. წავედი ახლა მე, ბევრი წერილი დამიგროვდა საპასუხო და საქმე – კიდე. მალე მოგხედავთ ყველას”, – წერს კახა მაღრაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g