ინგლისის ნაციონალური საბალეტო დასის მოცეკვავეებმა, ერინა ტაკაჰაშიმ და ჯეიმს ფრომატმა Queen-ის ლეგენდარული ჰიტის Bohemian Rhapsody-ის 40 წლის იუბილეს სპეციალური ნომერი მიუძღვნეს. ვიდეო youtube-ზე უკვე უამრავმა ადამიანმა იხილა.
მოცეკვავეებმა სპეციალური ნომრით სცადეს გადმოეცათ სიმღერის ემოცია. სწორედ ასე დინამიკაში ვითარდება თავად ცეკვაც, რომლის სპეციალური ვიდეოც ლონდონის Sadler’s Wells-ის თეატრში გადაიღეს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანული როკ-ჯგუფ Queen-ის სიმღერა Bohemian Rhapsody 1975 წელსაა გამოცემული. ის Rolling Stone-ის ვერსიით, ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერათა რიცხვში შედის.