LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბოჰემური რაფსოდიის” მეორე ოფიციალური ტრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

68

კომპანიამ 20 Century Fox ბიოგრაფიული ფილმის, „ბოჰემური რაფსოდიის“ მეორე სრული ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმი ლეგენდარული Queen-ისა და მისი ვოკალისტის, ფრედი მერკურის ისტორიას შეეხება. მთავარ როლს კი რამი მალეკი ასრულებს.

ფილმი ჯგუფის არსებობის 15 წლიან ისტორიას მოგვითხრობს – 1970 წლიდან 1985 წლამდე. პროექტის რეჟისორი დექსტერ ფლეტჩერია.

დიდ ეკრანებზე „ბოჰემური რაფსოდია“ მიმდინარე წლის 24 ოქტომბრიდან გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები