“ბოკერია რომ დაიჭირონ და ჩერგო მაძალებდაო “ჩამიშვას”, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ სახელმწიფო თანხები მისი პრეზიდენტობისას გამოიყენეს ასევე სანდრას სასწრაფო ოპერაციისთვის, რომელიც ონკოლოგიური პრობლემის გამო გადაუდებლად იყო გასაკეთებელი და ეს თანხები, სხვა მსგავსი ხარჯებისგან განსხვავებით, პროკურატურამ ფლანგვად არ მიიჩნია.
„ამ ხარჯების მეოთხედი, მეხუთედი სანდრაზეა. გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სექტორში. სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე, ყველა ციხის ექიმი გეტყვით, სანდრას ჯანდაცვისთვის ციხეში რამდენი რამ აქვს გაკეთებული.
სანდრა არ იყო კორუფციონერი? გენერალური ასამბელის სესიაზე ერთად ვიყავით და აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა, სასწრაფო ოპერაცია გავუკეთეთ, დაჯდა საკმაოდ ძვირი თანხა, ეს საქმე რატომ არ არის შეტანილი?!“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილი: სანდრას რატომ არ ასამართლებენ? სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე
