მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციონერი დეპუტატების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს, „ბოკუჩავას და ხაბეიშვილის გამოსვლები თავიდან ბოლომდე ყარდა პოპულიზმით – წითლიძის გამოსვლას პოპულიზმის მცირე სუნი ასდიოდა“.
როგორც სარჯველაძე განმარტავს, სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი ყოველთვის განიხილებოდა და საკითხს შესწავლა ზედმეტი აჟიოტაჟისა და პოპულიზმის გარეშე სჭირდებოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თქმით, აღნიშნული თემა ოპოზიციის ინტერესებში შემავალი საკითხი მას შემდეგ გახდა, როდესაც „ვიღაცამ იგრძნო, რომ ეს შეიძლება, პოლიტიკურად მომგებიანი, ქულების დასაწერი ასპარეზი გამხდარიყო“.
„კარგია, რა თქმა უნდა, ქალბატონი ანას [წითლიძის] ენთუზიაზმი და მე ამას ერთმნიშვნელოვნად მივესალმები. მაინც უნდა ვთქვა, რომ ამ ყველაფერს, რაც თქვენს განცხადებაში მოვისმინეთ, პოპულიზმის მცირე სუნი ასდიოდა. რაც შეეხება შემდეგ გამომსვლელებს თქვენივე პარტიიდან – ქალბატონ ბოკუჩავას, ბატონ ხაბეიშვილს, მათი გამოსვლები ყარდა უბრალოდ პოპულიზმით. თავიდან ბოლომდე ყარდა, იმიტომ რომ მათ შორის, არ ვიცი უბრალოდ არ მიზანს ისახავდა დასმული კითხვა იმასთან დაკავშირებით, ვისი შვილი რომელ სკოლაში დადის. ჩემი შვილი დადის საჯარო სკოლაში და აბსოლუტურად არ მგონია ამ შემთხვევაში ასეთი თემების გამოყენება ნიშნის მოსაგებად კითხვის დასმისას,“ – განაცხადა სარჯველაძემ.