LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან, სადაც გუშინ ინციდენტი მოხდა, კორონავირუსით დაინფიცირებულები კლინიკაში გადაიყვანეს

350
2-2

ბოლნისის სოფელ მუშევანში COVID ინფექციით დაინფიცირებული ათივე პირი კლინიკაში გადაიყვანეს.

ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ მას შემდეგ რაც ადგილობრივები სიტუაციაში გაარკვიეს და ყველაფერი აუხსნეს, მდგომარეობა დასტაბილურდა.

სამართალდამცველთა დიდმა ნაწილმაც სოფელი მუშევანი უკვე დატოვა, სადაც ისინი დღეს დილიდან იყვნენ მობილიზებულნი. ადგილზე დარჩა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ცნობისთვის, გუშინ სოფელ მუშევანში დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ადგილზე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ჯგუფი მივიდა. კორონავირუსით ინფიცირებულებმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს და ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლნისის სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g