LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლნისში, ბაზრის ტერიტორიაზე, მაღაზია „ორი ნაბიჯის“ მიმდებარედ ნაცრისფერმა დიდმა ძაღლმა თუ დაგკბინათ, დაგკაწრათ ან დაგნერწყვათ და ამ დრომდე არ მიგიმართავთ კლინიკისთვის, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ!“ – ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

227
აცრა ვაქცინაცია

„მოსახლეობის საყურადღებოდ! ბოლნისში, ბაზრის ტერიტორიაზე, მაღაზია ,,ორი ნაბიჯის“ მიმდებარედ მობინადრე ძაღლმა (ნაცრისფერი დიდი ძაღლი) თუ დაგკბინათ, დაგკაწრათ ან დაგდორბლათ (დაგნერწყვათ) და ამ დრომდე არ მიგიმართავთ კლინიკისათვის, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში ანტირაბიულ კაბინეტს, გაიაროთ სპეციალისტთან კონსულტაცია და ჩაიტაროთ ანტირაბიული ვაქცინაცია“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

ცოფის – ჰიდროფობიის ერთადერთი პრევენცია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

ექიმ -რაბიოლოგ ელგუჯა გიგანს. ტელ: 599-926 891;

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს

მაკა მამარდაშვილს – 599 859 737;

აქვე გაცნობებთ, რომ ძაღლი მოკვდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის რაიონული სამსახურის მიერ მოხდა შესაბამისი რეაგირება და ველოდებით ლაბორატორიული კვლევის შედეგს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g