ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეს „კოვიდ-19“-ის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც ცნობილია, ახალ შემთხვევებს შორის 17 მუშევანიდანა, ხოლო ერთი შემთხვევა სამედიცინო პერსონალს უკავშირდება.
სულ სოფელში 574 საკვლევი მასალა იყო აღებული. საერთო ჯამში ბოლო ორ დღეში 20 შემთხვევა დადასტურდა.
ამ დრომდე, მუშევანში კორონავირუსის 73 შემთხვევაა დადასტურებული.
სულ კი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დადასტურდა 183 შემთხვევა, 3 გარდაცვალება და 83 გამოჯანმრთელება.
მუშევანი და გეტა ბოლნისის მუნიციპალიტეტში კვლავ ჩაკეტილი სოფლებია.