ბოლნისის სოფელ ნახიდურში, მდინარე ხრამში დაკარგული არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს.
17 წლის ახალგაზრდა, გუშინ დაიკარგა. ადგილობრივების თქმით, ის სხვა მოზარდებთან ერთად მდინარეზე შუადღისას წავიდა და ადიდებულ წყალში ჩავარდა.
