ბოლნისში მკვლელობა მოხდა.
ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ზურგის არეში მიაყენეს.
არსებული ინფორმაციითვე, გარდაცვლილი წარმოშობით აფხაზეთიდანაა, დმანისის მცხოვრებია და ამჟამად მეგობართან ერთად ბოლნისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.