LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 2 კვირაა, ვაქცინაციის საერთო რაოდენობამ იმატა – რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე

75
ჯავარა უგრეხელიძე

„ბოლო 2 კვირაა, ვაქცინაციის საერთო რაოდენობამ იმატა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ბრიგადები ვაქცინაციის 4 ცენტრსა და მოძრავ ავტობუსებზე მუშაობენ“, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, ჯავარა უგრეხელიძემ განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, დღიურად აცრების რაოდენობა 2000-მდე იყო. ეს მაჩვენებელი, აგვისტოსთან და სექტემბერთან შედარებით, როცა დღიურად 6000-მდე აცრა ტარდებოდა, შემცირებულია, მაგრამ ტენდენცია მომატებისკენ არის, რაც ძალიან კარგია“, – განაცხადა ჯავარა უგრეხელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 4520 ადამიანი აიცრა.

დაინფიცირდა 3590, გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g