LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბოლო 2 წელი ვეღარ ვცნობდი, დაავადებული იყო ნოსტალგიით და არ შეეძლო რომ არ ჩამოსულიყო” – ალასანია სააკაშვილზე

56
ალასანია და მიშა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბოლო 2 წელი ნოსტალგიით იყო დაავადებული.

მისივე თქმით, ცდილობდნენ სააკაშვილთან დალაპარაკებას, თუმცა ეს საუბარი არ შედგა.

“ბოლო 2 წელი ვეღარ ვცნობდი, დაავადებული იყო ნოსტალგიით და მას არაფრით არ შეეძლო რომ არ ჩამოსულიყო. ვცდილობდით მასთან დალაპარაკებას, თუმცა ისე გაქრა, ისე აორთქლდა, რომ ჩვენი საუბარი არ შედგა”, – განაცხადა გიული ალასანიამ “ტვ პირველის” ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამჟამად კლინიკა “ვივა მედში” მკურნალობს.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, მან საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარი განაცხადა და კლინიკაში შესვლის დღიდან 20 კილოგრამი დაიკლო.

 

ამავე თემაზე:

ამერიკელი ადვოკატი: სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ზღვარზეა, რომლის შემდეგაც კოლაფსი გველოდება, ვგულისხმობ მისი სიცოცხლის მოსპობას

„მნიშვნელოვანი დღეა დღეს“ – სააკაშვილის ძმის განცხადებით, ექსპერტებს სააკაშვილთან შესვლის საშუალება მიეცათ

ადვოკატი: საშინელი შეტევა ჰქონდა.. აკანკალებდა, არა თუ სააკაშვილი, ასეთ მდგომარეობაში არც ერთი ადამიანი არ მინახავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g