ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში შიდა გადადების შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა. ინფორმაციას “New York Times” ავრცელებს.
საერთაშორისო გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ვირუსის გავრცელების შემდეგ, როცა შიდა გავრცელების ნიშნული სტატისტიკურ მონაცემებში 0-ის ტოლია.
თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ დადებითი მონაცემების ფონზე, გაიზარდა იმპორტული ინფიცირების შემთხვევები.
ჩინეთში ბოლო 24 საათში შემოსული პირებიდან 34 ადამიანს კორონავირუსი დაუდგინეს.
როგორც ირკვევა, მათი დიდი ნაწილი ჩინეთში ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩავიდა.
BBC იუწყება, რომ აზიის ქვეყნებს – ჩინეთს, სამხრეთ კორეასა და სინგაპურს -კორონავირუსის მეორე ტალღა ემუქრებათ იმ ადამიანებისგან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ბრუნდებიან.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევებმა 216 000 მიაღწია, დაღუპულთა რაოდენობა კი 8 749-მდე გაიზარდა.