შსს-ს მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 435 ფაქტი გამოვლინდა.
იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 138 პირი დაჯარიმდა, მათ შორის არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 1 147 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 150 ფაქტი გამოვლინდა.
1 271 ახალი შემთხვევა, 729 გამოჯანმრთელებული და 11 გარდაცვლილი - 23 აპრილის კოვიდსტატისტიკა
სულ აცრილია 34 897 მოქალაქე, დღიურად აცრილთა რიცხვი 1 560-ია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
შეგახსენებთ: პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირი ჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.