15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია 24 917 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვაქცინა გაიკეთა 1 424-მა ადამიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს, “ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო.
მოგვიანებით მოსახლეობის აცრა გაგრძელდა “ფაიზერის” ვაქცინითაც.
დღეს ან ხვალ კი იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს, განიხილავენ დაიწყება თუ არა მოსახლეობის აცრა ჩინური “სინოფარმით” მანამდე, სანამ ის ჯანმო-ს ავტორიზაციას მიიღებს.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, დღეს კოვიდსტატისტიკა ასე გამოიყურება: