LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინით 1 363 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 14 207 ადამიანი

38
Untitled design

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით კიდევ 1 363 ადამიანი აიცრა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ 14 207 მოქალაქეა ვაქცინირებული.

საქართველოში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს “ასტრაზენაკას” ვაქცინით დაიწყო.

ვაქცინაციის პროგრამაში თავდაპირველად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ, რომელთაც მოყვა 65 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა. 5 აპრილიდან კი ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ პირები, ასევე დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანარგილი ადამიანები ჩაერთნენ.

მიმდინარე ეპიდემიური მონაცემები საქართველოში დღეს ასე გამოიყურება:

გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 687 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 327 პაციენტი, გარდაიცვალა 8 ადამიანი.

 

magti 5g