LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში, საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 106 ახალი ფაქტი გამოვლინდა

119
Capture

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვები 106-მა პირმა დაარღვია.

  • პოლიციამ, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 54 მოქალაქე დააჯარიმა.
  • საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 2 მოქალაქე დააჯარიმეს.
  • მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 50 პირი დაჯარიმდა.

შეგახენებთ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით დაჯარიმდება.

 

magti 5g