LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო 3 დღის განმავლობაში, პოპულარული კუნძულზე 300-ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა“ – საბერძნეთის კუნძული სანტორინი გაუჩერებელი მიწისძვრების გამო 10 ათასამდე ადამიანმა დატოვა

290
სანტორინი

ბოლო 48 საათის განმავლობაში მომხდარი გაუჩერებელი მიწისძვრების გამო, საბერძნეთის კუნძულ სანტორინი ათასობით ადამიანმა დატოვა.

BBC-ის ინფორმაციით, ბოლო 3 დღის განმავლობაში, პოპულარული კუნძულზე 300-ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა, რის გამოც კუნძული კვირას, 9 ათასმა ადამიანმა უკვე დატოვა. იგეგმება დამატებითი ავიარეისები.

ასევე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაიკეტა სკოლები. საბერძნეთის ხელისუფლებამ მოქალაქეები გააფრთხილა , მოერიდონ კუნძულის გარკვეულ უბნებს. ექსპერტის თქმით, ბიძგები შესაძლოა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.

კუნძულზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ აღწერილა, თუმცა სიფრთხილის მიზნით გადაუდებელი ზომების მიღება ახლაც გრძელდება.

სანტორინი საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული კუნძულია, რომელიც წელიწადში მილიონამდე დამსვენებელს მასპინძლობს, თუმცა, ცივი სეზონის გამო ამჟამად კუნძულზე ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა იყო. 

ამავე ინფორმაციის თანახმად, კუნძულზე ფაქტობრივად ყველა მაღაზია დაკეტილია და ნებისმიერი მომსახურება შეჩერებულია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g