LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 3 კვირის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა – გაბუნია

56
gabunia 77

ბოლო 3 კვირის განმავლობაში კორონავირუსით 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„საბედნიეროდ, ამ შემთხვევების უმრავლესობა არის მსუბუქად მიმდინარე. ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც, საუბედუროდ, 2 გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა ახალშობილებში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ბავშვებისთვის ქვეყნის მასშტაბით 350-მდე საწოლია მობილიზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g