2021 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.2 მლნ აშშ დოლარი (627.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 49.5%-ით (62.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადმა გზავნილებმა 78.05 მლნ.აშშ დოლარი შეადგინა.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.7% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე (იტალია, საბერძნეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, კვიპროსი, რუსეთის ფედერაცია, აშშ, ისრაელი, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, კანადა, სომხეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ქვეყნები, საიდანაც მარტში საქართველოში ყვლაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
რუსეთის ფედერაცია 32.19 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26.81%
იტალია 30.51 მილიონი დოლარი; ზრდა წინა წელთან 76.29%
აშშ 24.12 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 59.79%
საბერძნეთი 20.67 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 27.32%
ისრაელი 15.62 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 32.66%
რაც შეეხება გადარიცხვებს, 2021 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.9 მლნ აშშ დოლარი (83.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის მარტის (20.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.9%-ით მეტია.