“ბარსელონამ” ესპანეთის თასი ერთი ამოსუნთქვით მოიგო, ჩემპიონობამდე ერთი ხელის გაწვდენაღაა და გამოდის, რომ ესპანეთი წელს კატალონიისა. თასის ფინალი სევდიანიც გამოდგა, რადგან ეს ლეგენდა ინიესტასთვის ბოლო “ბარსელონური” ფინალი იყო და მანაც ცრემლიანმა, მაგრამ დიდებულად გააცილა თავისი ბოლო ფინალი.
სხვათა შორის, თამაშამდე ივან რაკიტიჩი ამბობდა, ოღონდ თასი ავიღოთ და კიდევ ერთ თითს შევწირავო. რაში ჭირდებოდა?.. ამასობაში ინგლისში…
ესპანური ფეხბურთით წელს „ბარსა“ თამაშობს
ინიესტა – ესპანეთის თასის ფინალის მეფე
ივან რაკიტიჩი: მზად ვარ კიდევ ერთი თითი მოვიტეხო თუ ეს თასის მოგებაში დაგვეხმარება
ამასობაში ინგლისში ჟოზე მოურინიომ ასოციაციის თასის ფინალში გაიყვანა “მანჩესტერი”, ამისთვის მას ძლიერი “ტოტენჰემის” დამარცხება მოუწია 2:1. როგორც ჩანს
მოურინიომ იცის გამარჯვების ფორმულა