LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო ფოტო რას ნიშნავს?“ – ორლანდო ბლუმი კეტი პერისთან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და გამომწერებს შოკში აგდებს

446
page

ორლანდო ბლუმმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაადასტურა კეტი პერისთან განშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, საზოგადოების გაოცებას არ წყვეტს. ამჯერად მან „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, რომელშიც კეტისთან და შვილებთან ერთად პოზირებს.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, ის ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩეისის იახტაზე, ოჯახთან ერთად იმყოფება. მას თან ახლავს 4 წლის ქალიშვილი, დეიზი და აგრეთვე 13 წლის ფლინი, რომლის დედაც, მისი ყოფილი მეუღლე, მირანდა კერია.

ფოტოების სერიის უკანასკნელი ფოტო მსახიობის „ინსტაგრამ გამომწერებისთვის“ გაუგებარი და შოკისმომგვრელი იყო. ეს გახლავთ კადრი, რომელშიც ორლანდო საპირფარეშოშია აღბეჭდილი.

„ბოლო ფოტო რას ნიშნავს?“, „ამ ფოტომ დამშოკა“, „რამე ქვეტექსტია ამ ფოტოში, თუ შემთხვევით დაედო?“, – არ წყდება კომენტარებში.

აღსანიშნავია, რომ წყვილის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ბლუმი და პერი წლის დასაწყისში დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა მათ მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნება გადაწყვიტეს.

„აქ რა ხდება?!“ – კეტი პერი და ორლანდო ბლუმი, ლორენ სანჩესსა და ჯეფ ბეზოსს თაფლობის თვეზე შეუერთდნენ

კეტი პერისთან დაშორების ფონზე, ორლანდო ბლუმი მარტოობაზე ალაპარაკდა – 48 წლის მსახიობი პოსტს ავრცელებს

გულგატეხილი და განადგურებული – სცენაზე აქვითინებული კეტი პერის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები