LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო კვირაში, სოკოთი მოწამვლის ეპიდაფეთქებაა“ – ინტოქსიკაციის ნიშნები და რჩევები – რას უნდა ვუფრთხილდეთ

1617
სოკოთი მოწამვლა

ბოლო ერთ კვირაში, ქვეყანაში სოკოთი მოწამვლის გახშირებული შემთხვევებია, – ამის შესახებ ტოქსიკოლოგმა ოთარ დიხამინჯიამ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

სპეციალისტი ასახელებს ინტოქსიკაციის ნიშნებს და სოკოს მოყვარულებს მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს.

„მონაცემები საქართველოს ძალიან ბევრი კლინიკიდან მომდის, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით შეიძლება ჩაითვალოს, რომ ქვეყანაში არის სოკოთი მოწამვლის ეპიდაფეთქება. დასავლეთ საქართველოში ათეულობით სოკოთი მოწამვლის შემთხვევები დაფიქსირდა, განსაკუთრებით იმერეთში. ათეულობით ადამიანი მოხვდა რეანიმაციაში რაც, რა თქმა უნდა, ეს იწვევს შეშფოთების საფუძველს“. – განმარტავს ტოქსიკოლოგი.

მისი თქმით, აუცილებელია, როგორც კი ადამიანი იგრძნობს რაიმე სიმპტომს, სამედიცინო დაწესებულებას მიმართოს.

„სიმპტომები მრავალგვარია, გააჩნია, რომელი ტოქსინი შედის სოკოში. ზოგი იწვევს გულისრევას და დიარეას, ბოლო პერიოდში მოწამვლის შემთხვევები უკავშირდება ე.წ. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ შხამებს, რაც ვლინდება გაორებით, ცნობიერების შეცვლით, ჰალუცინაციებით. რამდენიმე ასეთი პაციენტი მართვით სუნთქვაზეც იმყოფებოდა. საბედნიეროდ სოკოთი მოწამვლების შემთხვევით არავინ გარდაცვლილა“. – აცხადებს ოთარ დიხამინჯია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g