LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო ორ თვეში ექსპორტი – 20.3%-ით, იმპორტი 9%-ით გაიზარდა

127
export-import-57359f8c98c52

2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 898.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.3 პროცენტით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აქედან, ექსპორტი 914.7 მლნ აშშ დოლარი (გაიზარდა 20.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 983.3 მლნ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 9.0 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-თებერვალში 1 068.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36.9 პროცენტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g