LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო პერიოდია ჩემი სახელით ყალბი გვერდებიდან ვრცელდება პოსტები… საქმე აღძრულია“ – ნოე სულაბერიძე

144
ნოე სულაბერიძე

„ყალბი გვერდები! ბოლო პერიოდია ჩემი სახელით, ყალბი გვერდებიდან ვრცელდება სხვადასხვა სახის გათამაშების პოსტები. ავტორები ითხოვენ პოსტის გადაზიარებას ჯგუფებში და სანაცვლოდ ჰპირდებიან დასაჩუქრებას. არ ენდოთ მსგავს გვერდებს! “ – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პროდიუსერმა და ტელეწამყვანმა ნოე სულაბერიძემ სოციალურ ქსელში 18 მაისს დაწერა. 

სულაბერიძე გამომწერებს მოუწოდებდა დაერეპორტებინათ ყალბი გვერდები:

„ყალბი გვერდები! ბოლო პერიოდია ჩემი სახელით, ყალბი გვერდებიდან ვრცელდება სხვადასხვა სახის გათამაშების პოსტები. ავტორები ითხოვენ პოსტის გადაზიარებას ჯგუფებში და სანაცვლოდ ჰპირდებიან დასაჩუქრებას. არ ენდოთ მსგავს გვერდებს! გთხოვთ იყავით ყურადღებით და დაარეპორტეთ ყალბი გვერდები!” – წერდა სულაბერიძე.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სულაბერიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. მისი თქმით, საქმე აღძრულია:

„დაახლოებით თვე-ნახევრის წინ დაიწყო ამ ყალბი გვერდების შექმნა, ისინი ჩემს ძველ, სრულიად სხვა თემასთან დაკავშირებულ ვიდეოებს იყენებენ. უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქმე აღძრულია. შესაბამისი განცხადება ჩემს გვერდზეც გამოვაქვეყნე” – განუცხადა სულაბერიძემ „იმედინიუსს“ მისი სახელით გახსნილი ყალბი ფეისბუქ-ანგარიშების შესახებ საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები