LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო პერიოდში დატვირთვამ მოიმატა, მობილიზებულია 6000-მდე საწოლი, თუმცა, უკვე დაგეგმილია საწოლფონდის გაზრდა, სულ მცირე 7000 საწოლამდე: გაბუნია

49
თამარ გაბუნია

“დღეის მდგომარეობით, მობილიზებულია 6000-მდე საწოლი, თუმცა, უკვე დაგეგმილია საწოლფონდის გაზრდა, სულ მცირე 7000 საწოლამდე. განსაკუთრებით საყურადღებოა თბილისში საწოლფონდის გაზრდის აუცილებლობა.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვებინარზე განაცხადა და არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა.

თამარ გაბუნიას თქმით, ჰოსპიტლების მობილიზაცია კვლავაც აქტიურად დაიწყო, ბოლო პერიოდში, დატვირთვამ მოიმატა და შესაბამისად, მაქსიმალურ დატვირთვაზე მუშაობენ ჰოსპიტლები და ყოველდღიურად ემატება საწოლებიც:

“ჰოსპიტლების მობილიზაცია კვლავაც აქტიურად დაიწყო. გასული თვენახევრის განმავლობაში შედარებით მსუბუქი დატვირთვა გვქონდა ჰოსპიტალურ ქსელზე, მაგრამ ბოლო პერიოდში, დატვირთვამ მოიმატა, მაქსიმალურ დატვირთვაზე მუშაობენ ჰოსპიტლები და ყოველდღიურად ემატება ჰოსპიტალური საწოლები.

დღეის მდგომარეობით, მობილიზებულია 6000-მდე საწოლი, თუმცა, უკვე დაგეგმილია საწოლფონდის გაზრდა, სულ მცირე 7000 საწოლამდე. განსაკუთრებით საყურადღებოა თბილისში საწოლფონდის გაზრდის აუცილებლობა.

ასევე ემატება სასტუმროები, რომლებმაც აქამდეც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს დაავადების მართვაში და ამ მიმდინარე პერიოდშიც, კვლავ აქტიურად ხდება მათი მობილიზება და მადლობა, რომ გვეხმარებიან რთულ პერიოდში. ვფიქრობ, რომ ყველა პაციენტს ექნება ხარისხიანი სერვისის მიღების საშუალება.” – თქვა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, დღეს ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g