LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბოლო პერიოდში შექმნილი ყველა ჩემი სიმღერა სევდიანია” – თორღვა პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

52
torgva202117

რადიო ,,არ დაიდარდოს  და გადაცემას, ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად”  უნიჭიერესი ქუჩის მუსიკოსი თორღვა სტუმრობდა ახალი სიმღერის პრემიერით ”ზამთარს”, რომლის სტუდიური ჩანაწერი  უცნობმა თაყვანისმცემელმა საჩუქრად გაუკეთა.

დღეს შენს ახალ სიმღერას მოვისმენთ პოზიტიურს, თუმცა მაინც სევდიანს..

სიმღერა, რომელიც დღეს მოგიტანეთ ახალი დაწერილი მაქვს. ასე გამოვიდა, ბოლო პერიოდში შექმნილი ყველა ჩემი სიმღერა სევდიანია, ალბათ ამ ყველაფერს ერთად მოვუყრი თავს და პატარა ალბომსაც გავაკეთებ. ამას გარდა კიდევ მაქვს რამდენიმე სიმღერა, რომელსაც ეტაპობრივად მოგაწვდით.

მინდა იმ ჩუქის მუსიკის კონკურსზე ვისაუბროთ, რომელშიც გაიმარჯვე..

მაშინვე შემეძლო დამესახელებინა 10 ადამიანი, ქუჩის მუსიკოსი, რომლებიც ჩემზე უკეთ მღერიან, თუმცა ასე გამოვიდა და მე გავიმარჯვე, რაზეც  უარს ვერ ვიტყოდი. ამის შემდე გაჩნდა ჩემს მიმართ მეტი ინტერესი და ცნობადობა, რაც ძალიან მიხაროდა. ვფიქრობ, რომ  ხელოვნება ყველაზე გულრწფელი რამაა.

როგორც ვიცით პანდემიამდე რესტორანში მუშაობდი, მხოლოდ შენს პროგრამას ასრულებდი თუ სხვების სიმღერებსაც?

რესტორანში ბენდი ვმუშაობდით და ვასრულებდით კონკრეტულ რეპერტუარს. ვარჩევდით ყველაზე მისაღებ სიმღერებს, რაც  ხალხს და ჩვენც მოგვეწონებოდა. ხშირად ითხოვდნენ ქუჩაში შესრულებულ ჩვენს სიმღერებსაც, რომლის სტუდიური ჩანაწერი არ გვქონდა, თუმცა  მაინც მოსწონდათ.

რამდენად ხშირად ატარებ დროს სოციალურ ქსელში?

მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი არ მომწონს ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიური ვარ სოც. ქსელში, სქროლვაში ისე გადის დრო ფაქტიურად ღამით არ მძინავს.

სიმღერა ”ზამთარს” როდის დაიწერა?

ერთი თვეა, რაც ამ სიმღერის აკუსტიკური ვერსია დაიწერა. სათაურზე სიმღერის ტექსტი ამბობს ყველაფერს.  ჩაიწერა ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში, რომელმაც ძალიან შემაყვარა თავი. ვეძებდი სტუდიას, სადაც შევძლებდი სიმღერის ჩაწერას. ზაზას სტუდია კი საჩუქრად გამიკეთა ჩემთვის დღემდე უცნობმა ადამიანმა.

გვესაუბრე იმ დუეტზე, რომელზეც მუშაობ და მალე დააპრემიერებ..

ვმუშაობ ჩემს უახლოეს მეგობართან, ძმად ნაფიცთან ალექსანდრე სამხარაძესთან ერთად, რომელიც უნიჭიერესია და წერს ძალიან კარგად. სიმღერა იქნება ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დუეტი გამოვა.

 

თორღვა – ზამთარს

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

,,თორღვა”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები