LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლოს გული იქ ყოფნით იჯერა.. სახლში რომ დაბრუნდა მითხრა – დე, რაღაცას ვხატავ, ვერ დავასრულე, რომ ჩამოვალ დავასრულებო..“ – ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

392
Untitled design (2)

მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ლევანს განსაკუთრებით უყვარდა სოფელ ბალებისხევში ჩასვლა, რომელთანაც ბავშვობის ტკბილი მოგონებები აკავშირებდა და როგორც კი თავისუფალ დროს მოიხელთებდა სოფელში გარბოდა.

„ეს გზა,მხარე,საბადურის ტყე, სოფელი ბალებისხევი ადგილი, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასი იყო ? თავისუფალ დროს მოიხელთებდა და ხან შუაღამეს გარბოდა სოფელში.

ჯერ კიდევ მის დაბადებამდე შევიძინეთ აგარაკი, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა ? სოფლის შესასვლელში პატარა ბიბლიოთეკის შენობა იყო, ზაფხულობით მის ეზოში სტუმრად ასული ბავშვები იყრიდნენ თავს, იყო ჟრიამული და გართობა, რომელიც მთავრდებოდა ასე – ქალბატონი ბიბლიოთეკის გამგე აცხადებდა – ეხლა გამოვლენ კბილაშვილების გოგო ბიჭებიო და იწყებოდა კონცერტი სანახაობა?

ბოლოს გული იჯერა იქ ყოფნით, სახლში რომ დაბრუნდა მითხრა – დე, რაღაცას ვხატავ, ვერ დავასრულე, იყოს, რომ ჩამოვალ დავასრულებო..“, – წერს მელიტა ფურცელაძე.

 

ეს გზა,მხარე,საბადურის ტყე, სოფელი ბალებისხევი ადგილი, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასი იყო ?თავისუფალ დროს მოიხელთებდა და…

Posted by Melita Purceladze on Friday, October 27, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g