LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბონდიანამ“ იუმორის გრძნობა დაკარგა

89

მართალია, პირს ბროსნანმა 15 წლის წინ დატოვა „ბონდიანა“, მაგრამ მაინც აქტიურად ინტერესდება საკუთარი პერსონაჟის ბედით და ძალიან არ მოსწონს მისი ახლანდელი იმიჯი. მსახიობმა სინანული გამოთქვა, რომ დენიელ კრეიგთან ერთად ცნობილი ჯაშუშური სერიალი ძალიან პირქუში, მძიმე გახდა და იუმორის გრძნობაც დაკარგა, რაც მისი აზრით, პირველ რიგში ჯეიმს ბორნზე შექმნილმა ბოევიკების სერიამ განაპირობა.

„ცვლილებები 2002 წელს დაიწყო, როცა ჩვენი მორიგი სერია „მოკვდი, მაგრამ ახლა არა“ და „ბორნის იდენტიფიკაცია“ ერთდროულად გამოვიდა ეკრანებზე. მართალია, გაქირავებაში ბონდმა უკან ჩამოიტოვა ბორნი, მაგრამ MGM-ის ხელმძმღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ძლიერი კონკურენტის გამოჩენასთან ერთად აგენტი 007-იც უნდა დასერიოზულებულიყო“, – აღნიშნა ბროსნანმა გამოცემასთან The Rake ინტერვიუში.

სხვათაშორის, „ბონდიანას“ ბოლო ნაწილი დენიელ კრეიგის მონაწილეობით 2019 წლის ოქტომბერში გამოვა, მერე კი, MGM-ს ახალი ბონდი ეყოლება. ფავორიტებს შორის ჯერჯერობით იდრის ელბა ლიდერობს, რომელიც სავარაუდოდ პირველი შავკანიანი აგენტი 007 გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g