LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბონდიანას“ ახალი ნაწილის სიუჟეტი ცნობილია

60

სულ ცოტა ხნის წინ, დენიელ კრეიგმა ოფიციალურად განაცხადა თანხმობა „ბონდიანაში“ მონაწილეობის შესახებ. ამჯერად კი ქსელში ფილმის სიუჟეტის დეტალები გავრცელდა, რომელიც New York Post-ს გადამღები ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გაუმხილა.

ინსაიდერის სიტყვებით, მოქმედება მას შემდეგ ვითარდება, რაც ბონდი საიდუმლო სამსახურიდან წავიდა და დაქორწინდა. ერთ დღეს მის ცოლს კლავენ და აგენტი 007 მკვლელის შურის საძიებლად ძველ საქმიანობას უბრუნდება. ცნობილი გახდა ისიც, რომ ფილმის სამუშაო სახელწოდება „ტყვე“ იქნება.

რიგით 25-ე ფილმი ეკრანებზე 2019 წლის ნოემბერში გამოვა. ვინ შეასრულებს კრეიგის მთავარი კონკურენტის როლს, ამ დროისთვის უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები