Sotheby’s აუქციონის სახლმა გასაყიდად სუპერქარი Jaguar C-X75 გამოიტანა. ეს სწორედ ის ავტომობილია, რომელიც ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში „სპექტრშია“ გადაღებული. კუპე სპეციალურად ფილმისთვის აიგო და მისი საწყისი ფასი ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება.
კონცეპტი Jaguar C-X75-ის პრეზენტაცია 2010 წელს პარიზის ავტოსალონზე შედგა. ორკარიანი მოდელი 4 ელექტროძრავით აღჭურვეს და ჰიბრიდულ აგრეგატს მთლიანობაში 779 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. პირველ „ასეულს“ სუპერქარი 3,4 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი ოფიციალურად 330 კმ/სთ-ია.
აღსანიშნავია, რომ დადებითი შეფასებების გამო Jaguar-მა ბონდის მოდელი გასაყიდადაც გამოიტანა. ბაზარზე სულ 250 ეგზემპლარი გამოვიდა და თითოეულის ფასი 700 ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.