საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი ევროკომისარი აცხადებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას ბოლომდე გააგრძელებენ.
ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ევროპა უკრაინის გვერდით დგას” – ევროკავშირი უკრაინას 500 მლნ ევროს გამოუყოფს
“მინისტრები ერთხმად შეთანხმდნენ უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომის გაგრძელების საჭიროებაზე და უკრაინისთვის მთელი ჩვენი მხარდაჭერის აღმოჩენაზე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მის ბრძოლაში. უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი, ჩვენ მივაწვდით მას. ომი გაგრძელდება, ჩვენც გავაგრძელებთ მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, შევთავაზე მომდევნო ტრანში. ეს არის პოლიტიკური შეთანხმება და გადაწყვეტილებას მომდევნო დღეებში მიიღებენ, მაგრამ დღეს მინისტრები ამაზე დათანხმდნენ”, – განაცხადა ბორელმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ ტრანშზე შეთანხმდნენ.
როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, დაახლოებით, 500 მილიონი ევროს ოდენობის იქნება.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში