ბორის ბედია ჟურნალ „სარკის“ (14 მაისის ნომერი) კითხვას პასუხობს იმ უსიამოვნო კომენტარებთან დაკავშირებით, რომლებიც სოციალურ ქსელებში მისი დის, სოფო ბედიასა და სიძის, მიშა მესხის მისამართით იწერება:
„ყველა თავის პატარა ადამიანობას ამჟღავნებს. ისინი ფარჩაკები არიან და იცით, რატომ? როცა იმ ადამიანს პირისპირ შეხვდები და იმის ნახევარსაც ვერ გაუბედავ, რაც კომენტარში დაუწერე, აბა, რა უნდა უწოდო, თუ არა ფარჩაკი?!
ისინი კლავიატურის ლომები არიან. ვის რას უშავებს ჩემი და?! მღერის და აქვს თავისი პოზიცია. არ მოგწონს? გადართე, ნუ მოუსმენ! მაგრამ ზოგიერთი სხვის გალანძღვაში ფულს იღებს. ამ ხალხს ყურადღებას არ ვაქცევ, ვუფრთხილდები ჩემს ჯანმრთელობას და ნერვებს…“
ვიდეო: „ღმერთმა ქნას ვინმე შემიყვარდეს, იმას როგორ ვუღალატებ…“ – ბორის ბედია