ბორის ჯონსონისა და ქერი ჯონსონის ვიზიტი რუანდაში, მედიის ყურადღების ცენტრშია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლემ უკვე მიიქცია მედიის ყურადღება დაბალბიუჯეტური ბრენდის სამოსით. ამჯერად კი ქერი ჯონსონი მედიასთან „კლერ მიჩევანის“ ულამაზესი ყვითელი კაბით გამოჩნდა, რომელიც 15 გირვანქად იქირავა.
გამოცემა „დეილი მეილი“ წერს, რომ საქორწილო კაბის ქირაობის შემდეგ, ქერი ჯონსონისგან ეს უცხო ნაბიჯი სულაც არ არის. ამით პრემიერის მეუღლემ უბრალოებას გაუსვა ხაზი. კაბის ღირებულება 795 ევროა, დღიურად კი მისი ქირაობა 15 გირვანქა ჯდება.
დედოფლის იუბილეზე ბორის ჯონსონი მეუღლესთან ერთად, ხელჩაკიდებული მივიდა
ჯილ ბაიდენი და ქერი ჯონსონი ინგლისის პრემიერის ვაჟს სანაპიროზე ართობენ