LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯღალოსნები ოკეანეთიდან დაბრუდნენ

74

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.

ეროვნულ ნაკრებს თბილისის აროპორტში სპორტისა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, რაგბის კავშირის თავმჯდომარე გოჩა სვანიძე, ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ.

ოკეანეთის ტურნეს ეგიდით საქართველოს ნაკრებმა სამი შეხვედრა გამართა. 11 ივნისს „ბორჯღალოსნებმა“ სამოასთან ფრედ 19:19 ითამაშეს, 15 ივნისს კი ტონგას 23:20 აჯობეს. ბოლოს კი მილტონ ჰეიგის გუნდი სუვაში ფიჯის ნაკრებს გაეჯიბრა და 14:3 გაიმარჯვა. ფიჯი წყნარი ოკეანეთის თასის მფლობელი გახლავთ.

ოკეანეთში წარმატებული თამაშის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, რაც სარეკორდო და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქართული რაგბის ისტორიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g