LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯღალოსნებს ახალი მეგობარი ყავთ: პირველი ქართული ვისკი JIMSHER

775
0J6A7391

დღეს, 13 მარტს, შევარდენის სარაგბო ბაზაზე, საქართველოს რაგბის კავშირსა და პირველ ქართულ ვისკ JIMSHER–ს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მოეწყო პრესკონფერენცია, რომელსაც ბოჯღალოსნებთან ერთად, ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგიც ესწრებოდა. პრესკონფერენციაზე ისაუბრეს გეგმებსა და მიზნებზე, რომლის განხორციელებას რაგბის კავშირი ახლო მომავალში ახალ პარტნიორთან ერთად გეგმავს.

პირველი ქართული ვისკი JIMSHER საქართველოში 2016 წლიდან წარმოებს და აქტიურად უდგას მხარში ქართული ხელოვნებისა თუ სპორტის არაერთ მიმდინარეობას. რაგბის მხარდაჭერა კი კომპანიის პრიორიტეტია:

“როგორც ყოფილ სპორტსმენს, მორაგბეს და სპორტის ამ მიმდინარეობის დიდ გულშემატკივარს, ძალიან მიხარია ჩვენი თანამშრომლობა და მიმაჩნია, რომ ეს თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება უპირველეს ყოვლისა ჩვენი გუნდისთვის, მით უმეტეს, რომ 2019 წელს მნიშვნელოვანი ოფიციალური თამაშების გარდა, საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებისთვის ემზადება, რომელიც შემოდგომაზე იაპონიაში გაიმართება და ჩვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის“, – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ 15 მარტს ჩვენი გუნდი რუსეთში მიემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში, 17 მარტს, კრასნოდარში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g