LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომ–ბაკურიანის მიმართულებით განახლებული მატარებელი ივლის

56

სულ მალე მგზავრებს განახლებული ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი მოემსახურება.

განახლებული შემადგენლობა მოძრაობას, საზეიმოდ 25 დეკემბრიდან დაიწყებს.

როგორც “ფორტუნას” საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურიდან აცნობეს, არსებული სავაგონო შემადგენლობა სრულად განახლდა, თუმცა ძველი სახე მაქსიმალურად შეუნარჩუნდა.

“მაქსიმალურად შევეცადეთ, პირვანდელი სახე შეგვენარჩუნებინა მატარებლისთვის, რადგან გვინდა მან კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიიღოს”, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ “ფორტუნასთან”.

ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

რკინიგზა 1902 წელს ბორჯომ-ხარაგაულის უბანზე გაიხსნა. ხაზზე დიდი ხნის მანძილზე მოძრაობდა მცირე ორთქლმავალი, რის გამოც დღეს არსებულ ელექტროშემადგენლობასაც კი მეტსახელი „კუკუშკა“ (ორთქლმავლის რუსული მეტსახელი) შემორჩა. ხაზი დღემდე ემსახურება კურორტის დამსვენებლებს.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები