LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზა თბილისი-„ბლექ სი არენას” მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს

40

მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა ენიო მორიკონეს კონცერტის დღეს, თბილისი-ბლექ სი არენას” მიმართულებით დამატებით რეისს ნიშნავს.

„19 მაისს, Black Sea Arena-ზე, იტალიელი მუსიკოსის კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი „შტადლერის“ (Stadler Kiss) ორსართულიანი მატარებელი (#888-887) მოემსახურება. დამატებითი რეისის მიხედვით, მატარებელი თბილისიდან 14.10 წუთზე გავა და „ Black Sea Arena”-სთან მდებარე ბაქანზე 18.30 წუთზე ჩავა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი, იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით 00:05 საათზე გამოვა და დედაქალაქში 04:25 საათზე ჩამოვა. მგზავრებს ბილეთების შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდსა და აპლიკაციის – Georgian Railway Tickets საშუალებით შეეძლებათ“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები