LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის დამწვარი ტყის ტერიტორიაზე 1850 ფიჭვის ნერგი დაირგვება

96

ბორჯომის ტყის აღდგენა დაიწყო. დამწვარი ტყის ტერიტორიაზე დღეს  1850 ფიჭვის ნერგი დაირგვება. ტყის აღდგენის პროცესში აქტიურად არის ჩართული საზოგადოება. ღონისძიებას ესწრება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი თორნიკვე გვაზავა, 112-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის და დაცული ტერიტორიების სამსახურების წარმომადგენლები და სხვადასახვა მედია საშუალებების წარმომადგენლები.

კომპანია აიდიეს ბორჯომი საქართველოს წარმომადგენლის განაცხადებით, დღესვე გაიმართება დაჯილდოება “ბორჯომის გმირი 2018”, რომლის დროსაც გასულ წელს ტყის მასივში ხანძრის ეპიცენტრსა და ლოკაციის დროს მომუშავე ადამიანებს მადლობას გადაუხდიან.

“ჩვენ ბევრი წელია ჩართული ვართ ამ პროექტში. ძალიან სასიხარულოა რომ ჩვენი ინიციატივით , მოხდება ბორჯომის გმირების დაჯილდოვება. სპეციალურად შექმნილი ნომინაციით : “ბორჯომის გმირი 2018” ყოველწლიურად დაჯილდოვდებიან ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ საქმეში გამოიჩენენ თავს.

წელს ვაჯილდოვებთ მათ, ვინ აგვისტოს ხანძრის დროს გამოიჩინეს თავი, სამსახურებსა თუ ადამიანებს. დაახლოებით 26-26 სამსახური და ფიზიკური პირი დაჯილდოვდება, რომლებმაც თავი გამოიჩინეს აგვისტოს ცხელ დღეებში –  აცხადებს  “ფორტუნასთან” კომპანია აიდიეს ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთანურთიერთობის მენეჯერი  ნიცა ჩოლოყაშვილი. 

აქცია ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში ხორციელდება, აღნიშნულ პროექტში ბორჯომი უკვე მეოთხე წელია რაც ჩართულია.

დღემდე კამპანიის ეგიდით 3 ჰექტარი მიწის ფართობზე 7500 ნერგია დარგული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები