LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

135
Untitled design

ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

სააგენტოს ცნობით, მოქალაქე 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანის ტრანსპორტირებას უკანონოდ ახორციელებდა.

„ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია ახალციხის „საქმიან ეზოში“, – აცხადებენ ეროვნულ სატყეო სააგენტოში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g