ბორჯომში ძლიერ წვიმაში მოყოლილი დამსვენებლები სასტუმრომ შეიფარა და ხალათებისა და კვების გარდა ღამის გასათევითაც უზრუნველყო, ამის შესახებ „ფეისბუქის“ მომხმხარებელი ლელა ნებიერიძე წერს.
“ბორჯომში ვინც იყო, ეცოდინება, რა ამინდი გადავიტანეთ,მგონი წარღვნა იყო.სველები, გალუმპულები ბავშვებით შეგვიფარა და გადაგვარჩინა სასტუმროო crowne plaza – მ. არ ვიცი, მადლობა როგორ გადავუხადოთ. შევედით თუ არა, ხალათები, პირსახოცები, ჩაი, ყავა ,საჭმელი -წარმოუდგენელი ყურადღება მოგვაქციეს, წაიღეს ჩვენი გალუმპული ტანსაცმელი, გაგვირეცხეს, გაგვიშრეს და ოთახი დაგვითმეს, დარჩით, ამ ღამ სად უნდა წახვიდეთო. ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ მინდა იცოდეთ, კეთილი ხალხი არსებობს. ამ სასტუმროში დასვენებაზე ვერც ვიოცნებებდი. დიდი მადლობა სასტუმროს თითოეულ თანამშრომელს და რა თქმა უნდა სასტუმროს მეპატრონეს. ხვალ დილით პერსონალურად გადავუხდით მადლობას .მადლობა უფალო დახმარებისთვის,” – წერს ნებიერიძე.






