LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში ლუდისა და ბურახის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

362
ბორჯომში ლუდისა და ბურახის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ლუდისა და ბურახის არალეგალური საწარმო გამოავლინეს.

„შპს ხარაზი“ (ს/კ 426138324, მისამართი: ბორჯომის, გრ.რობაქიძის N62 ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა გარეშე საქმიანობდა.

ამავდროულად ინსპექტირებისას დადგინდა რომ სურსათის წარმოებისას დარღვეული იყო  ჰიგიენური ნორმები. ამასთან, სააგენტოს ინსპექტორებმა ამოიღეს და დალუქეს 800 ლიტრი ლუდი და ბურახი. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g