LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს

12

ბორჯომში, დღეს, განბანვის რიტუალში მონაწილეობის მისაღებად მრევლისათვის უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, 20:30 საათზე, ავტობუსები ყვიბისიდან, არდაგნიდან, ახალი უბნიდან და ლიკანიდან გავლენ. განბანვა კი 21:00 საათზე ბორჯომის ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ მტკვრის სანაპიროზე დაიწყება. ტრანსპორტი მორწმუნეებს რიტუალის დასრულებამდე მოემსახურება.

ინიციატივა ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და “ბორჯომის საზოგადოებრივ ტრანსპორტს” ეკუთვნის. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, მტკვარში განბანვა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს კურთხევით ყოველწლიურად იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები