LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

18

ბორჯომში ერეკლესა და 9 აპრილის ქუჩებზე და ჩიხებში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – განცხადებას ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტი აქვეყნებს.

სამუშაოებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი და გამგებლის მოადგილეები ანზორ სვანიძე და ვახტანგ ოჩხიკიძე ადგილზე გაეცნენ.

როგორც გამგებელმა განმარტა, აღნიშნულ ქუჩებზე გათვალისწინებულია ასფალტობეტონის საფარის მოწყობა. არსებული ტროტუარების დაზიანებულ მონაკვეთებზე კი ბორდიურების აღდგენა მოხდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძველი საფარის ფრეზირება. ჯამში 670 გრძივი მეტრის გზის მონაკვეთი მოწესრიგდება. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან 398 887 ლარით ფინანსდება.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერეს, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ფეხით სავალი ნაწილისა და გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

”აღსანიშნავია, რომ სამივე ქუჩა ტურისტულად მნიშვნელოვან ობიექტებს წარმოადგენს და მათი მოწესრიგება მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები