ფილოლოგიის დოქტორი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო პოსტს ავრცელებს.
“რუსთველმა ვეფხისტყაოსანი ახლა რომ შექმნას, დადოს ფეისბუქში და ერთი სიტყვა, შემთხვევით, არასწორად დაწეროს, იტყვიან: მაგას ერთი სიტყვის დაწერაც არ უნდა ანდოს კაცმაო.
აი, ასე – მისხალს შეუძლიათ გადააყოლონ მთელი სამყარო. ის ერთი სიტყვაც რომ არ შეეშალოს, ბევრი მაინც ასე დაწერს.
ადამიანებმა უნდა ისწავლონ, როგორ დაიხსნან საკუთარი თავი ღვარძლისგან. ეს არ არის ძნელი – ცოტა სიყვარული უნდა დაიხმარო.
ათას სიკეთეში ერთი შეცდომა რომც აღმოაჩინო, არ ღირს ამის გამო ადამიანთა დაცინვა, განქიქება, ლანძღვა და დამცირება.
ბოროტება, საბოლოოდ, სხვებზე მეტად, მის ჩამდენს ანადგურებს.
“მოიხედე მრისხანების ჟამს”, – წერს გია მურღულია სოციალურ ქსელში.