LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოროტების 50 დღე ევროპაში, არის კიდევ რამე, რაც რუსეთს ჯერ არ გაუკეთებია უკრაინაში? შეწყვიტეთ სამხედრო მანქანის გამოკვება“ – ზელენკი

106
zelenskiiisss

50 დღეა ცდილობენ ჩვენს განადგურებას, მაგრამ ხალხი გმირულად ეწინააღმდეგება. ჩვენ არაფრის გვეშინია, ვიცით რისთვის ვიბრძვით. საკმარისად მამაცები ვართ, რომ ბოლო მოვუღოთ ბოროტებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.

უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთის ქვეყნებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, უკრაინას იარაღი მიაწოდონ: „შეწყვიტეთ სამხედრო მანქანის გამოკვება. დაგვეხმარეთ იარაღით, მაშინ მშვიდობა და სიკეთე უფრო სწრაფად გაიმარჯვებს“.

უკრაინის პრეზიდენტი ვიდეოსაც აქვეყნებს, რომელშიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგებია ასახული. ვიდეოში ჩანს დაჭრილი და დახოცილი ბავშვები, დანგრეული შენობები და ქუჩები. ეკრანზე შემდეგი შინაარსის ტიტრებს ვკითხულობთ: „ბოროტების ორმოცდაათი დღე ევროპაში. არის კიდევ რამე, რაც რუსეთს ჯერ არ გაუკეთებია უკრაინაში? ბავშვების მკვლელობა, ქალაქების განადგურება, სათამაშო მოედნების დანაღმვა, სარაკეტო დარტყმები დევნილების წინააღმდეგ, მასობრივი მკვლელობები, ქურდობა. რუსეთი კი მსოფლიოს აშკარა ტყუილებს უყვება“.

შემდეგ, კადრებში ჩანს მომხმარებლები, რომლებიც ავსებენ ავტომობილებს საწვავით, ასევე ჩანს ნავთობის ჭაბურღილები და წარწერები: „ჩვენ არ გთხოვთ, წინააღმდეგობა გაუწიოთ ბოროტებას ჩვენს ნაცვლად, გთხოვთ, შეწყვიტოთ ბოროტების გამოკვება და მოგვაწოდოთ იარაღი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g