მილა იოვოვიჩმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე „ბოროტების სავანის“ თიზერი დადო. ფილმის პრემიერა 2017 წლისთვის არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ფილმის მეექვსე ნაწილი დიდი ხნის ინტერვალებით იქმნება, თუმცა მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, ფილმი დიდ ეკრანებზე 2017 წლის დასაწყისში გამოვა. ფილმის საერთო მოგებამ 915 მილიონი შეადგინა, ახალი ნაწილის გამოსვლით კი ამ რიცხვის შეცვლას 1 მილიარდამდე მოელიან.