LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოროტი ადამიანის ბოლო უმძიმესია. რაც არ უნდა გაუკეთო და გადაყვე, ის მაინც ბოროტად რჩება: პეტრე კოლხი

1088
პეტრე კოლხი

“ბოროტი ადამიანის ბოლო უმძიმესია. რაც არ უნდა გაუკეთო და გადაყვე, ის მაინც ბოროტად რჩება”, – მამა პეტრე სოციალურ ქსელში ბოროტი ადამიანების შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ “ისინი ყველაზე მხდალები, მშიშრები, არასტაბილურები და არასაიმედოები არიან, რომელთაც ადამიანებმა სიკეთე და სინანული უნდა უსურვონ, რათა საკუთარი მდგომარეობა დაინახონ”.

“ბოროტი ადამიანის ბოლო უმძიმესია. რაც არ უნდა გაუკეთო და გადაყვე, ის მაინც ბოროტად რჩება… დროთა განმავლობაში, მეტ სიბოროტეს გამოავლენს და თავის აგრესიას და ბოღმას გამართლება რომ მისცეს, სიწმინდის და პატიოსნების სახელით დაიწყებს საუბარს…

ბოროტი ადამიანი ყველაზე მხდალი და მშიშარაა… ის არასდროს არის სტაბილური, სანდო და საიმედო… საკუთარ სამარეს თავად ითხრის და თავს ცოცხლად იმარხავს…

თავი მუდამ ღირსეულად და უციდველად მოაქვს, მაგრამ იმდენად არადამაჯერებელია, ვერც ბრაზდები, უბრალოდ მაინც გინდა, რომ მძიმედ არ დაისაჯოს…

მისი სალაპარაკო ენა ზიზღი, დაუნდობლობა და არაადამიანობაა…

ასეთზე არ უნდა გაბრაზდე… პირიქით, მაინც უნდა შეძლო, რომ სიკეთე და სინანული უსურვო, იქნებ დაინახოს საკუთარი მდგომარეობა!..”, – წერს მამა პეტრე კოლხი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები