ირლანდიური ავიაკომპანიის Aer Lingus ბორტგამცილებელმა დამსაქმებელს სასამართლოში უჩივლა, მიზეზი ბორტგამცილებლის სექსუალური ფორმაა. ამის შესახებ ინფორმაციას The Sun ავრცელებს.
როგორც გამოცემის წყარო აზუსტებს, გადამზიდის თანამშრომელი ელიზაბეტ ბარი, Aer Lingus-ში უკვე 30 წელზე მეტია მუშაობს და საჩივარი შრომის კომისიაში შეიტანა.
ქალმა განაცხადა, რომ 2020 წელს დამტკიცებული უნიფორმის ზოგიერთი დეტალი, „სექსისტურ სტერეოტიპებს“ აძლიერებს და „მის ღირსებას აკნინებს.“
სიტუაციას ართულებს დეკოლტე და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც ქალურ სექსუალურობასთან ზედმეტად ასოცირდება.
ბარიმ ისიც დაამატა, რომ მამაკაცი ბორტგამცილებლების უნიფორმა ბევრად კომფორტული და პრაქტიკულია, ასე რომ კომპანია თანამშრომლების დისკრიმინაციას არ ერიდება.